ტაილანდში ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა - დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

გამოქვეყნდა:

ტაილანდში, მალაიზიის საზღვართან ქალაქ სუნგაი კოლოკის  ბაზარში ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, აფეთქება სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაახლოებით 115 ადამიანი დაშავდა. 

სამაშველო ჯგუფები ტერიტორიას ნანგრევებისგან ასუფთავებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი