"თავდასხმა წარმატებით დასრულდა" - უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩონგარის ხიდზე დარტყმას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 ივლისის დილას, უკრაინის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჩონგარის ხიდს - ინფორმაციას  უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს და ადასტურებს, რომ თავდასხმა წარმატებით დასრულდა და ხიდი დაზიანდა.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს ჩონგარის ხიდს 29 ივლისს დილით. მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - იტყობინება შეიარღებული ძალების სტრატკომი.

ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩონგარის ხიდის დაზიანების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ხიდზე მანქანებს არ უშვებდნენ, რადგან ის დაზიანებული იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი