მოსკოვის სასამართლომ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა ქუჩის მხატვარ ფილიპ კოზლოვს [ფსევდონიმით Philippenzo], რომელიც ცნობილია ომის საწინააღმდეგო გრაფიტით.
როგორც BBC-ს Agora-ს ადამიანის უფლებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა (რუსეთში აგორა არასასურველ ორგანიზაციად არის აღიარებული, თავად ჩიკოვი კი "უცხოურ აგენტად") განუცხადა, კოზლოვი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, შაბათს, 29 ივლისს კი რუსეთში დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ოქმი შეუდგინეს.
მხატვარ კოზლოვის ბოლო ნამუშევარი არის წარწერა "რუსიფიკაცია", რომელიც მან რუსეთის დღეს, 12 ივნისს მოსკოვში, ელექტროზავოდსკის ხიდის ქვეშ გააკეთა.
ამის შემდეგ მის სახლში პოლიცია მივიდა, რის გამოც, კოზლოვმა გადაწყვიტა დროებით დაეტოვებინა რუსეთი.
იქამდე კოზლოვი არაერთხელ დაადანაშაულეს და ოქმები შეუდგინეს "ჯარის დისკრედიტაციისა" და სხვა ანტისაომარი ნახატებისთვის.