
გასულ ღამეს რუსეთის არმიამ "შაჰიდის" ტიპის დრონებით კიდევ ერთხელ შეუტია დნიპროპეტროვსკის ოლქს.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, მტერმა ორი დრონი კრივორიზკას რაიონისკენ მიმართა. რუსეთმა დაარტყა ნიკოპოლის, მარგანეცკასა და მირივსკას თემებსაც.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
"ისინი ცის დამცველებმა ჩამოაგდეს. ნამსხვრევები დაეცა კერძო სასოფლო-სამეურნეო კომპანიის ტერიტორიაზე. გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლიკვიდირებულია. დაზიანდა საწყობი," - თქვა ლისაკმა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით კი, მათ დნიპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონებისკენ გაშვებული ოთხივე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.