
29-30 ივლისის ღამეს ოკუპირებულ ყირიმზე იერიში 25 დრონით მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია და
რუსეთის საჰაერო ძალების მიერ 16 დრონი განადგურდა, დამატებით 9 კი "სამიზნემდე მიღწევამდე" შავ ზღვასა და თარხანკუტის კონცხის ტერიტორიაზე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებით ჩამოაგდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.