საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია დღეს, 30 ივლისს სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ღონისძიება ე.წ. ჩეკას სახლთან, იმ შენობასთან ტარდება, სადაც 1921-1934 წლებში ჩეკას შტაბ-ბინა მდებარეობდა.
ღონისძიებაზე გამოფენილია ჩეკას სახლში დაპატიმრებულ, რეპრესირებულ თუ სიკვდილით დასჯილ მსხვერპლთა ფოტოები - იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე 1937 წლის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, დღეს სტალინური ტერორისა და მის მსხვერპლთა გახსენება, რუსული ექსპანსიის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი თქმით, საბჭოთა ტოტალიტარული გამოცდილებით მანიპულირება რუსული დეზინფორმაციული ომისა და სამხედრო აგრესიის მთავარი მამოძრავებელია.