სუმზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ სუმში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე, დაშავებულთა რიცხვი კი 20-მდე გაიზარდა. მათგან 3 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება.

ადგილზე სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, პოლიცია და ეროვნული გვარდია იყო ჩართული.

ქალაქის მერია აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საკონტაქტო ქსელის ელემენტებიც.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა 29 ივლისს საღამოს იერიში სუმში, საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაზე მიიტანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი