თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა - დაიღუპა 7 ადამიანი

გამოქვეყნდა:

თურქეთში, ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ, პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 ადამიანი.

ავტობუსი ბურსა-ყარსის რეისს ასრულებდა, რა დროსაც სოფელ კარაკურტთან, 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ​ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი