ტაილანდში, იარაღის საწყობში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ტაილანდში, იარაღის საწყობში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. 

შემთხვევა სუ-ნგაი კოლოკ რაიონში, მალაიზიის მოსაზღვრე სამხრეთ პროვინციაში 29 ივლისს მოხდა.

ნარატივატის გუბერნატორის თქმით, აფეთქების შედეგად, საწყობის სიახლოვეს არსებული 200-ზე მეტი სახლი დაზიანდა, დაზარალდა 365 ადამიანი, 20-დან 30-მდე ოჯახი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი