ქარიშხალი რუსეთში | ვოლგას რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ცენტრალური რუსეთის რაიონებში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

მარი-ელის რეგიონში ერთ-ერთ ბანაკში 8 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია.

ქარიშხალმა რვა რეგიონი დააზარალა, დაზიანდა დაახლოებით 50 შენობა, 100 000-მდე ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მოერიდონ ხეებსა და არასტაბილურ შენობებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი