"ლელოს" "აირზენას" დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" დღეს ავიაკომპანია "აირზენას" დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დღეს ჩვენ გვიერთდება საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნლოგიურ საქმეს და ინდუსტრიას ჩაუტარა საფუძველი 25 წლის წინ, გაიარა ყველა ის სიმძიმე, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, - თქვა მან. 

გაიაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში ჩართვა მისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო მისთვისაც და მისი მეგობრებისთვისაც.

მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს მე ძალიან დიდ ემედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა. მე დავკარგე იმედი და აქედან გამომდინარე, დღეს დადგა ის ჟამი, როდესაც ადამიანი, რომლებიც თავიანთი შვილების ბედით არიან დაინტერესებულნი, რომ დავუტოვოთ მათ ბედნიერი საქართველო. ჩვენ ძალიან გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი, - ამბობს იგი. 

"ლელოს" ახალი წევრი ამბობს, რომ მათი მთავარი სათქმელი ხალხისთვის ქვეყნის ერთად შენებაა.  

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ მოძრაობას გუშინ, 11 აგვისტოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ლევან კობერიძეც შეუერთდა, რომელიც თავის დროს საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნებიდან" მოხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი