უცხოეთიპაკისტანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა გამოქვეყნდა: კვირა, 30 ივლისი, 2023 - 17:37
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში პოლიტიკურ მიტინგზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულები ქალაქის მთავარ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.