საქართველოში 21 000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ დაარეგისტრირა საკუთარი ბიზნესი - მათი დიდი ნაწილი IT სფეროში მოღვაწეობს და, როგორც წესი, გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში სულ რამდენიმე თვე იხდის ხოლმე, იმასაც მინიმალური რაოდენობით. დარჩენილი ნაწილი კი აქ ყიდულობს უძრავ ქონებას, ხსნის რეალურ საწარმოს, მაღაზიას, ასაქმებს ისევ რუსეთის მოქალაქეებს და კონკურენციას უწევს ქართულ ბიზნესს, რომელიც იოლ რუსულ შემოსავლებზე ჩამოკიდებამ განსაკუთრებით დაასუსტა, და საქართველოს მოქალაქეებიც ნელ-ნელა თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.
რუსულ ჰიბრიდულ პოლიგონად ქცეულ ქვეყანაში კი სულ უფრო ნაკლები ტურისტი თუ ინვესტორი შემოდის სხვა, მდიდარი ქვეყნებიდან, და ჩვენი ეკონომიკური სუვერენიტეტიც და პოლიტიკური დამოუკიდებლობაც დაღმავალი სპირალით მიექანება დაბლა. და ბოლოს, არც ის დროა შორს, ადგილზე დამკვიდრებული, ბიზნეს აწყობილი და ბინადრობის ნებართვა მიღებული რუსები საქართველოს მოქალაქობას რომ მოითხოვენ. როგორი იქნება იმ მთავრობის პასუხი მათ განაცხადზე, ვინც პატრიოტებს ქაჯებად, უკრაინაში მებრძოლ გმირებს კი "ნაიომნიკებად" აცხადებს, ალბათ ხვდებით.
ავტორი: ბექა ყორშია