
ზუგდიდის მოქალაქეს მანანა შანავას მის კუთვნილ მიწას ედავებიან. შანავა სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორს, ილია ჯალაღანიას ამხელს, რომელმაც განუცხადა, რომ ნაკვეთს ბიძინა ივანიშვილი ლობირებს.
სასამართლო გადაწყვეტილებები მაქვს ორი, რომლებიც შეუსრულებელია, ახლა შემთხვევით ოლქის პროკურორს შევხვდი ურეკში, და ჩემი ქონების წართმევას მიპირებენ და მეუბნება, დღეს, კვირაა, ვისვენებ თქვენთვის არ მცალია, ამ საქმით დაინტერესებულია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ყველაფერი იცის და ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და თქვენ ვერაფერს გახდებით, გაიწიეთ უკანო, - ამბობს მანანა შანავა.
ადვოკატის თქმით, ზუგდიდის მერია და პროკურატურა შეთანხმებულად, ყალბი დოკუმენტებით მოქმედებს.