გიგი უგულავა საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერებს იუსტიციის სამინისტროსთან პლაკატების გაკვრა აუკრძალეს, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ ვერ განუმარტეს, რის საფუძვლით აჯარიმებდნენ "ევროპული საქართველოს" წევრებს. უგულავამ სამართალდამცველებს ჰკითხა, კონსტიტუციის რომელი მუხლის შესაბამისად მივიდნენ, რაზეც პოლიციამ უპასუხა: "საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად.. ვიცით ვისია ეს ღობე? შესაბამისი ნებართვა მოგცათ ვინმემ?"

ამის შემდეგ ადგილზე მუნიციპალიტეტის ინსპექციის მონიტორინგის სამსახური მივიდა და პარტიის გენერალური მდივანი ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დააჯარიმა - "აღნიშნული ქმედება თბილისის იერსახის დამახინჯებაა". ცნობილია, რომ აჯარიმებდნენ პარტიის სხვა წევრებსაც, თუმცა მათ საჯარიმო ოქმები არ ჩაუბარებიათ.

გიგი უგულავამ კი მათ ასე უპასუხა: "რაც გინდა ის დაწერე, თქვენს ფურცელს გამოწერილს აქვს აბსოლუტურად ტუალეტის ქაღალდის ფასი. თქვენ ახლა აბუჩად იგდებთ კონსტიტუციას, ფეხქვეშ თელავთ კანონს"..

ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშვებს.. და ჩვენს აქტივისტებს. იმიტომ მოვედით აქ ჩვენ. მოვედით და ვეუბნებით, ესენი არღვევენ კონსტიტუციას, ესენი არღვევენ კანონს... ამ ხალხს აღარც კონსტიტუცია აინტერესებს, აღარც საარჩევნო კოდექსი აინტერესებს. არაფერი აინტერესებს ერთადერთი აქედან [იუსტიციის სამინისტროდან] რომ იყურება ის შლეგი თეა წულუკიანი, იძახის, რომ იქ არ გამიკრანო, - ამბობს უგულავა.

"ევროპული საქართველოს" გენერალური ლიდერის თქმითვე, პარტია სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს გზით ეცდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი