რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში, ტრუბჩევსკის პოლიციის შენობაში აფეთქება მოხდა, - როგორც უკრაინული მედია Telegram არხ Mash-ზე დაყრდნობით წერს, შენობას უპილოტო საფერნი აპარატი მოხვდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანებულია შენობის სახურავი, ჩამსხვრეულია მინები. შენობის ტერიტორიაზე გზა გადაკეტილია და იქ ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.