"წადი, წადი" | აქტივისტები ბათუმის პორტში რუსულ გემს აქციით ელოდებიან

გამოქვეყნდა:

"წადი, წადი", - ამ წუთებში ბათუმის პორტში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქტივისტები რუსულ საკრუიზო ლაინერს, რომელმაც ქვეყანაში 800-ზე მეტი რუსი უნდა შემოიყვანოს, პროტესტის ფონზე დახვდებიან. ადგილზე ისმის საქართველოს ჰიმნი და უკრაინის მხარდამჭერი სიმღერები.

მობილიზებული სამართალდამცველები კი არსებულ ბარიკადებს ერთმანეთზე ამაგრებენ და ამ გზით, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ცდილობენ.

მანამდე ბათუმის პორტში ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პორტის ტერიტორიაზე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს პორტის ტერიტორიაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ "დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი".

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი, რომელიც ქვეყანაში 800-ზე მეტ რუსს შემოიყვანს, სოჭიდან ბათუმის პორტში, რამდენიმე წუთში უნდა შევიდეს. 

ცნობისთვის, მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი