რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

31 ივლისს ღამით რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს S-300 ტიპის რაკეტებით, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან შეუტია. როგორც ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესმდივანმა, დიმიტრი ჩუბენკომ, განაცხადა, დაშავდა ერთი ადამიანი.

"რუსმა ოკუპანტებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ჩვენს რეგიონში S-300 რაკეტები გაუშვეს", - განაცხადა ჩუბენკომ.

მისი თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ნოვობავარსკის რაიონის ტერიტორიაზე, კომერციული საწარმოს საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც 200 კვ.მ ფართობზე ხანძარი გაჩნდა.

კიდევ ერთი რაკეტა სოფელ ველიკი ბურლუკში კერძო სახლის ტერიტორიაზე დაეცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი