რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მდებარე პოლიციის შენობაზე დრონით შეტევა განხორციელდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი აცხადებს, რომ ტრუბჩევის რაიონში მდებარე პოლიციის შენობაზე დრონით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС ავრცელებს.

ოლქის გუბერნატორის თქმით, შემთხვევის შედეგად დაზიანდა შენობის ნაწილი, თუმცა არავინ დაშავებულა. ბოგომაზი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. თუმცა, აღნიშნულს უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

გასულ ღამეს დრონი ჩამოვარდა როსტოვის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სოფელშიც. როგორც 
ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბიოვმა, განაცხადა შემთხვევის შედეგად დაზიანდა მცირე კერძო ინფრასტრუქტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი