რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა მინიმუმ ორი ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა, სულ მცირე, 20 ადამიანი. 

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ამბობს, ერთმა რაკეტამ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გაანადგურა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. მეორე რაკეტა კი საგანმანათლებლო დაწესებულების 4-სართულიან შენობას მოხვდა. ადგილზე სამაშველო და ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

"კრივი-რიჰი. რუსებმა ქალაქს ორი რაკეტა დაარტყეს...ხანძარი გაჩნდა...სამედიცინო დახმარება 10 მოქალაქეს დასჭირდა. შესაძლოა ხალხი ისევ იყოს ნანგრევებში. სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებს კლიმენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი