"ვეთანხმები ნიკა გვარამიას, რომ მოპასუხის რეჟიმიდან საჭიროა შეტევით მოქმედებებზე გადასვლა!" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და "მთავარი არხის" დამფუძნებლის ინტერვიუს ეხმაურება.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან სახეზეა ანტიდასავლური აღმავალი ხაზი და ეს არ შეწყდება, თუკი საზოგადოებისგან და პოლიტიკოსებისგან არ დაიდება დღის წესრიგი, რომელიც ამას წინააღმდეგობას გაუწევს. ნიკა გვარამიას შეფასებით, ჩვენ ახლა "მოპასუხეების რეჟიმში" ვართ და "მოპასუხეები" ფინიშამდე პირველები ვერ მიდიან.
როგორც "მთავარი არხის" დამფუძნებელი ამბობს, მალე მოგვიწევს იმის გადაწყვეტა, რუსეთში ცხოვრება გვინდა თუ საქართველოში, ევროპულ ქვეყანაში.
ამავე თემაზე ნახეთ: