
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ პრემიერმინისტრის განცხადებას ირონიული პოსტით ეხმაურება.
კრამონის თქმით, მაშინ, როცა ცივილური სამყარო, ცდილობს რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო სხვა მხარეს მიდის.
"მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის.
რუსების დახმარება სანქციებისგან გვერდის ავლაში, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან - ეს ყველაფერი ევროპისკენ სწორ მიმართულებას გავს", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ცნობისთვის, ჩინეთში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ, ორმა ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
სტრატეგიული პარტნიორობა 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება - პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის და საერთაშორისო განზომილება.