უკრაინაში დაღუპულ არჩილ დევრისაშვილს სამშობლოში 3 აგვისტოს ჩამოასვენებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, არჩილ დევრისაშვილს საქართველოში 3 აგვისტოს, 13 საათზე ჩამოასვენებენ. ინფორმაციას ნადიმ ხმალაძე ავრცელებს. 

შეგახსენებთ, არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტის მიმართულებაზე დაბომბვისას დაიღუპა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო და უკრაინაში დანაყოფ ''შავ არწივში''ირიცხებოდა. ეს დანაყოფი უკვე რამდენიმე თვეა ბახმუტის მიმართულებით იბრძვის. 

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი