"ტროას" ლაინერი საქართველოსთვის პოტენციურად შიდა საფრთხეს წარმოადგენს" | გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"შემაშფოთებელი სცენები ბათუმიდან - რუსული საკრუიზო ლაინერის პორტში შესვლამ უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ხელისუფლებამ მისი შესვლა დაუშვა. "ტროას" ლაინერი საქართველოსთვის პოტენციურად შიდა საფრთხეს წარმოადგენს", - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. 

რუსეთის მოქალაქეებმა ლაინერი უკვე დატოვეს. პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს. 

ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი