თურქეთის რაიონ ჩანაქკალეში, 16 ივლისს გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად დაახლოებით 2500 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, მათ შორის დაახლოებით 1200 ჰექტარი - ტყე.
ჩანაქკალეში ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო დიდ ტერიტორიებზე გავრცელდა.
ხანძრის ლოკალიზება 52 საათის შემდეგ მოხერხდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში 9 თვითმფრინავი, 22 ვერტმფრენი, 78 სახანძრო ავტომობილი, 9 სწრაფი რეაგირების მანქანა, 25 წყალმომარაგების ავტომობილი და 99 პერსონალი იყო ჩართული.
თურქეთში, ისევე როგორც სამხრეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, რეკორდულმა სიცხემ ხანძრები გამოიწვია. გასულ კვირას ხანძარი იყო ანტალიაშიც.