გერმანიაში მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 33 წლის მამაკაცს მიგრანტები ფურგონით გადაჰყავდა.

ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გორლიცის მახლობლად ჩაატარეს. დაკაცებულია 43 მიგრანტი - თურქები და ავღანელები, მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები. საქართველოს დაკავებული მოქალაქის საქმეს მოგვიანებით მაგისტრი მოსამართლე განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი