ავიაკომპანია Lufthansa კლიმატის აქტივისტებისგან კომპენსაციას ითხოვს, რომელთა ქმედების გამო ათობით ფრენა გაუქმდა.
აკომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ კომპენსაციის მოთხოვნას Lufthansa-ს ყველა წევრი ავიაკომპანიის გაუქმებული ფრენისთვის.
როგორც ცნობილია, ბოლო კვირებში მხოლოდ Eurowings-ის 55 ფრენა გაუქმდა. ავიაკომპანიენი Condor-ი და TUIfly ასევე არ გამორიცხავენ სასამართლო პროცესებს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
"Last Generation" გერმანიის მთავრობისგან უფრო გადამწყვეტ ზომებს ითხოვს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.