ბელარუსისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასა და 2023 წელს მისი იმპლემენტაციის გეგმას ხელი მოაწერეს.
"მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, ასევე განიხილეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები", - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბელარუსს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ირანის საგარეო პოლიტიკაში.
ვიქტორ ჰრენინმა და რეზა აშტიანმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.
თეირანის წარმომადგენელმა მხარდაჭერა დააფიქსირა "დიპლომატიური ძალისხმევისთვის" და ამავე დროს "გამოთქვა შეშფოთება" NATO-ს გაფართოების შესახებ "რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინების გარეშე".
აღსანიშნავია, რომ გასული წლიდან უკრაინა იუწყებოდა ბელარუსში ირანელი ინსტრუქტორების ყოფნის შესახებ. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანელი ინჟინრების სამუშაო ჯგუფი ეწვია Gomel-ის რადიო ქარხანას და სავარაუდოდ განიხილა "კამიკაძე დრონების წარმოების სისტემატური კორექტირების შესაძლებლობა".