ოკუპანტების დამცველი ქართული პოლიცია. ბათუმის ცენტრში მობილიზებული ძალოვანები დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს განსაკუთრებული აგრესიულობით დაუპირისპირდნენ. საკრუიზო ლაინერის მგზავრებისთვის კომფორტული და მშვიდი გარემოს შესაქმნელად სამართალდამცველები არც ძალის გადამეტებას მორიდებიან. დირექტივები კი ადგილზე ზემდგომებისგან გაიცემოდა.
ძალადობრივი დაკავებების შემდეგ აქციის მონაწილეებს წინასწარი მოთავსების იზოლატორში ომბუდსმენის წარმომადგენელი შეხვდა და პირდად მიიღო ინფორმაცია აქციის მონაწილეებზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური შურაცხყოფის შესახებ