
''2012-ში დაკეტეს 2 დიდი პორტის პროექტი... საეჭვო რუსულ ტვირთებსა და კიდევ უფრო საეჭვო ''ტურისტებს'' არავინ გაატარებდა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
''2012-ში დაკეტეს 2 დიდი პორტის პროექტი. ლაზიკაში - სამეგრელო/აფხაზეთში და როიალ კარიბიანის პორტი ბათუმში. ორივე რუსეთის ბრძანებით დაიკეტა და ორივეს არაშენების შედეგს ვიმკით ახლა. შემოსავლები მრავალგზის მეტი გვექნებოდა, ოღონდ საეჭვო რუსულ ტვირთებსა და კიდევ უფრო საეჭვო ''ტურისტებს'' არავინ გაატარებდა.'' - წერს მიხეილ საააკაშვილი.