ბათუმის პარალელურად პროტესტის ეპიცენტრია თბილისი. დედაქალაქის მთავარ გამზირზე საზოგადოება ისევ ხელისუფლების რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. "ქართულმა ოცნებამ" პარტიის ლიდერის რიტორიკა დღეს გააგრძელა და კიდევ უფრო მძიმე შეფასებებით. თბილისის მერი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ხელისუფლებისგან განსხვავებით სამშობლოს ინტერესებს იცავენ, ფარისევლები უწოდა.