"ლაზიკას" მშენებლობა და ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება | ხაბეიშვილი და ვაშაძე ანაკლიის მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ანაკლიაში, "გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავჯდომარე გიორგი ვაშაძე, მოქალაქეებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ''ლაზიკის'' მნიშვნელობა და ღრმაწყლოვანი პორტის, როგორც საწარმოო ჰაბის საჭიროებაა. შეხვედრის ორგანიზატორების თმქით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო ქალაქ ლაზიკის იდეის შემქმნელი, რომელიც დღეს რუსულ ოცნებას დატყვევებული ჰყავს.

პარტიის თავჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით, ლაზიკა თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი ქალაქი გახდება. მისი თქმით, ლაზიკაში ათიათასობით სამუშაო ადგილი და 30 მილიარდი ლარის ეკონომიკა შეიქმნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი