სრულდება თუ არა EU-ს 12 რეკომენდაცია | "ოცნების" რუსული რიტორიკა

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას ინტერვიუ იტალიურ მედიასთან. "მთავარი არხის" დამფუძნებელი გამოცემა "ფოლიოსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არა კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ ქვეყანაში რუსული გავლენების გაზრდაა.

ნიკა გვარამიას თქმით, "ქართული ოცნება" ამას შეფარულად აკეთებს და ისე წარმოაჩენს ყველაფერს, თითქოს, საქართველოს თავად ევროკავშირი ეუბნება უარს. ამასობაში კი მმართველი პარტიის სამიზნე ისევ ოპოზიციაა, რომელსაც თითქოს არ სურს კანდიდატის სტატუსი, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია და გადატრიალება მოახდინოს. მსგავსი ნარატივით , "ოცნება" პრაქტიკულად ღიად ამბობს, რომ სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში ის პოლიტიკური პასუხიმგებლობის აღებას არ აპირებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი