საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ანაკლიის პორტზე იაუბრა.
მან კმაყოფილება გამოთქვა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერის გამო და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რითაც ინვესტორები საქართველოში შეიძლება დაინტერესდნენ. მათ შორის ანაკლიის პროექტზეც და განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია
"საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით, ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება პანამაქსის ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა", - თქვა ღარიბაშვილმა.