მოსკოვის მერის თქმით, გასულ ღამეს დრონი ერთ-ერთ ცათამბრჯენს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, გასულ ღამეს უპილოტო საფრენი აპარატი ერთ-ერთ შენობას დაეჯახა.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, თუმცა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი "მოსკოვი-სითის" ცათამბჯენს დაეჯახა და მე-17 სართულის ფასადი დააზიანა. 

ცნობისთვის, ამ კვირას მოსკოვს დრონებით უკვე მეორედ დაესხნენ თავს. პირველი თავდასხმაც "მოსკოვი-სითიზე" განხორციელდა. ცათამბჯენების ამ რაიონში რუსეთის არაერთი სამინისტრო, კერძო კომპანიების ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები მდებარეობს. როგორც მოსკოვის მერი ამბობდა, 30 ივლისის დარტყმისას 21-ე სართულის ფასადი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი