
გასულ ღამეს რუსეთმა ხარკოვს "კამიკაძე" დრონებით შეუტია, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბომა, განაცხადა, დრონმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა.
"ოკუპანტებმა ხარკოვს "კამიკაძე" დრონებით შეუტიეს. შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობე," - თქვა სინეგუბოვმა.
ამ დროისთვის დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.