კრივი-რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა - 1-ლი აგვისტო ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ კრივირიჰში პირველი აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქზე ოკუპანტების თავდასხმას 6 ადამიანი, მათ შორის 5 წლის გოგო ემსხვერპლა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებულებიდან 7 ბავშვია. 19 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

რუსმა სამხედროებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში 31 ივლისს მიიტანეს. ერთი რუსული რაკეტა  უნივერსიტეტის 4-სართულიან შენობას, მეორე კი - საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე შეტევისთვის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი