გამოკითხულთა 61%-სთვის არჩევანის გაკეთების დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ეკონომიკაა - IRI-ს კვლევა

გამოქვეყნდა:

დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 

კითხვაზე, პარტიის ან კანდიდატის საარჩევნო პროგრამიდან რომელი კომპონენტი განსაზღვრავს თქვენს არჩევანს (კვლევაში მონაწილეებს შეეძლოთ ორი პასუხის არჩევა), გამოკითხულთა 61% ეკონომიკას ასახელებს, 48% ჯანდაცვას, 15% საგარეო პოლიტიკას, 12% სამარლებრივი სისტემის რეფორმას, ხოლო 3% გარემოს დაცვას. 

კითხვაზე, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების დროს - 42% აცხადებს, რომ პარტიის ან კანდიდატის პლატფორმა, მხოლოდ კანდიდატს უპირატესობას მხოლოდ 21% ანიჭებს, 18%-სთვის მნიშველოვანია პარტია, გამოკითხულთა 13%-ს კი ამ გადაწყვეტილების მიღებისას პარტიის ან კანდიდატის დაპირება ეხმარება. 

კითხვაზე, იცნობენ თუ არა იმ პარტიის ან კანდიდატის საარჩევნო პროგრამას, რომელიც მათ რეგიონში იყრის კენჭს, 41% პასუხობს, რომ ნაწილობრივ იცნობს, 22% საარჩევნო პროგრამას გაკვრით იცნობს, 20% საერთოდ არ იცნობს, ხოლო გამოკითხულთა 16% ძალიან კარგად იცნობს. 

გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ საქართველოში ერთი პარტია მაინც ნაწილობრივ აკმაყოფილებს მის ინტერესებს, 21%-სთვის არსებობს ერთი, მათი ინტერესების სრულად დამაკმაყოფილებელი პარტია, 18%-სთვის ნაწილობრივ აკმაყოფილებს მის ინტერესებს ერთი პარტია მაინც, 12%-სთვის ასეთი პარტია არ არსებობს, ხოლოდ 6%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი