
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი დაიღუპა, ექთანი კი დაიჭრა. დაზიანდა საავადმყოფოს შენობა და მანქანები. ინფორმაციას ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
"დარტყმა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი დაიღუპა და ექთანი დაშავდა, რომლის სიცოცხლისთვის ახლა ჩვენი ექიმები იბრძვიან," - განაცხადა რომან მროჩკომ.