თავის დროზე, როცა ეს პროექტი კონსორციუმს, ხაზარაძეს ებარა, მან ვერ მოახერხა ვერცერთი ცენტი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა ამ პროექტის გარშემო. შესაბამისად ზრუნვა არ ჩანდა სამწუხაროდ. ჩანდა პირიქით, რომ კონკრეტული ინტერესი არ არსებობდა ამ პროექტის მიმართ. შეიძლება ამერიკა თავისთვის ვერ ხედავს კომერციულ ან ეკონომიკურ ინტერესს ამ პორტის მიმართ, სხვა შემთხვევაში ინვესტიცია ალბათ ჩაიდებოდა. ჩვენთვის ძალიან მისასალმებელი იქნებოდა ამერიკული ინვესტიციის ჩადება ანაკლიის პროექტზე, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა, ეს ვერ მოახერხა, მათ შორის, ვერც ხაზარაძის კონსორციუმმა, ვერცერთი ცენტი ვერ ჩაადებინა ამერიკელებს ანაკლიის პორტში.
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.