
უკრაინის დაზვერვის თქმით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი რუსი ოკუპანტების მიმართ იზრდება.
"დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე დაპირისპირება საოკუპაციო კონტიგენტსა და პროუკრაინულ სამოქალაქო მოსახლეობას შორის იზრდება. კერძოდ, სისტემატური გახდა სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით. მოქალაქეები, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, თავდასხმების უმეტესობის ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან", - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
განცხადებაში დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პერსონალი მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ თავდასხმებს. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ნებადართულია ფიზიკური ძალისა და იარაღის გამოყენება, მასობრივი დაკავება და დაპატიმრება.