დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე, რომელ ქართულ ტელევიზიას ენდობით ყველაზე მეტად (აქ გამოკითხულებს საშუალება ჰქონდა პირველი და მეორე არჩევანი გაეკეთებინათ), კვლევაში მონაწილეთა 40% პირველ არჩევანად ასახელებს "იმედს", 16% კი "მთავარ არხს", მესამე ადგილას პირველ არჩევანში არის "რუსთავი 2" 14%-ით, ხოლო მეოთხეზე "ტვ პირველი" 8%-ით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი, ინფორმაციის პირველწყაროდ, მხოლოდ გამოკითხულთა 2% მიიჩნევს.
გამოკითხულთა 85% ინფორმაციას მიმდინარე საერთაშორისო სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ქართული ტელევიზიიდან იღებს, 33% სოციალური ქსელიდან, 10% ქართული ნიუს ვებ გვერდებიდან, ხოლო 4% რუსული ტელეარხებიდან.
კვლევაში მონაწილეთა 21% მიიჩნევს, რომ ქართული მედია თავისუფალია, 50% ფიქრობს, რომ ნაწილობრივ თავისუფალია, 16% ფიქრობს, რომ მედია არც ისე თავისუფალია, 7% მიიჩნევს, რომ მედია საერთოდ არ არის თავისუფალი, ხოლო 6%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.