დაპირისპირება ინდოეთში | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ინდოეთში, დელისთან ახლოს, შტატ ჰარიანაში ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის რელიგიური დაპირისპირებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ინდუისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებულმა რელიგიურმა მსვლელობამ მუსლიმურ უმრავლესობით დასახლებულ ნუჰის რაიონში გაიარა. მსვლელობას არეულობა მოჰყვა, რის შედეგადაც დაიწვა მეჩეთი და მოკლულია ერთი სასულიერო პირი. 

შემთხვევის შედეგად 20 პოლიციელი დაშავდა, ხოლო 2 სამართალდამცავი გარდაიცვალა. დამწვარია ავტომობილები. არეულობის სამართავად შემთხვევის ადგილზე დაწესებულია კომენდანტის საათი.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მეჩეთზე თავდასხმაში მონაწილე რამდენიმე ადამიანიც დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი