ტაიფუნი, წყალდიდობა და მეწყერი | ჩინეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ჩინეთში სტიქიას ებრძვიან. ტაიფუნ დოქსურის ნარჩენებმა პეკინში ძლიერი წვიმა, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დიდი წყალდიდობაა. დაიტბორა პეკინის დაქსინგის აეროპორტი. წყალმა წაიღო მანქანები და გააანადგურა საავტომობილო გზები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა და 27 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 120 ათასი ადამიანის ევაუაცია განხორციელდა. 

მედიის ცნობით, მთელი თვის ნალექი 48 საათის განმავლობაში მოვიდა. ტაიფუნი ჩინეთამდე ფილიპინებს დაატყდა თავს, სადაც სტიქიას 39 ადამიანი ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კლიმატი ზაფხულის თვეებში სეზონური წვიმებით ხასიათდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი