გსმენიათ თუ არა 8 მარტის შეთანხმების საარჩევნო ნაწილის შესახებ? - IRI-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა IRI ივნისსა და ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, სმენიათ თუ არა 8 მარტის შეთანხმების იმ ნაწილის შესახებ, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას გულისხმობდა, გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ სმენია; 34%-ს არ სმენია და 12% არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი. 

შემდეგ კითხვაზე, მათ ვისაც სმენია 8 მარტის შეთანხმების შესახებ, უჭერენ თუ არა საარჩევნო სიტემის ცვლილებას მხარს?

გამოკითხულთა 41% მტკიცედ უჭერს მხარს; 36% ნაწილობრივ უჭერს მხარს; 8% ნაწილობრივ წინააღმდეგია, 5% ეწინააღმდეგება და 11% არ კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

კითხვაზე, საარჩევნო სისტემის 77დან 120- მდე გაზრდით ეს საქართველოს დემოკრატიაზე დადებითად იმოქმედებს თუ უარყოფითად?

გამოკითხულთა 15% ძალიან დადებითად აფასებს; 39% ნაწილობრივ დადებითად; 11% ნაწილობრივ უარყოფითად; 3% ძალიან უარყოფითად; 32% ამ კითხვაზე არ აქვს პასუხი. 

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირ ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი