EU: "საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით"

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული ვითარებაცაა შეფასებული.

"საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით. ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კვლავ შემაშფოთებელია", - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.

მოხსენების თანახმად, 2022 წელს ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი