IRI-ის კვლევაში, ინსტიტუციებს შორის ქართული ჯარი, საპატრიარქო და მედია ლიდერობს
გამოქვეყნდა:
ქართული ჯარი, საპატრიარქო და მედია - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის კვლევის შედეგებით ირვევა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა სწორედ ამ სამი ინსტიტუციის/ორგანიზაციის მუშაობის მიმართაა კეთილგანწყობილი.
როგორ შეაფასებთ ჩამოთვლილი ინსტიტუციების მუშაობას?
ქართული ჯარი - კეთილგანწყობილია 89%; ნეგატიური რეიტინგი - 8%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 4%;
საქართველოს საპატრიარქო - კეთილგანწყობილია 85%; ნეგატიური რეიტინგი - 11%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 4%;
ქართული მედია - კეთილგანწყობილია 71%; ნეგატიური რეიტინგი - 26%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 4%;
იუსტიციის სახლი - კეთილგანწყობილია 65%; ნეგატიური რეიტინგი - 26%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 9%;
სავაჭრო პალატა - კეთილგანწყობილია 25%; ნეგატიური რეიტინგი - 46%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 29%.
გასული წლის პრობლემების შეფასება: გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ სიტყვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით პროგრესია.
ყველაზე დიდ და გადაუჭრელ პრობლემად გამოკითხულთა 64% ეკონომიკას ასახელებს.
კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირ ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.