ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებისა და ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" ახალი კამპანია დაიწყო. რუსულ სტილში ბრძოლის მეთოდები უცვლელია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებები ინტერპრეტაციის სივრცეს აღარ ტოვებს და პირდაპირ მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი ხალხის წინააღმდეგ კრემლში გაწერილი გეგმით მუშაობს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ოლიგარქის პარტიის ლიდერის განცხადებას ერთ საათში მოჰყვა გრიგორი კარასინის შეფასებები, რომელიც კობახიძის იდენტურია.