"ოცნება" კელი დეგნანის წინააღმდეგ | ხელისუფლების მორიგი შეტევა აშშ-ის ელჩზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და უკვე წლის ბოლოს დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა პიკშია.

ირაკლი კობახიძე ამჯერად შეერთებული შტატების ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მითითებას აძლევს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის მორიგი გაღიზიანება კელი დეგნანის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც დიპლომატმა ქართველი ხალხის პროტესტს ბათუმის პორტში მხარი ღიად დაუჭირა. კობახიძის განცხდებას ხისტი პასუხიც მოჰყვა. "რამდენს გიხდიან, რომ რუსების დასაცავად სული გაყიდო?"- ეს ამერიკის ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის რეაქციაა კობახიძის შეტევაზე.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი