რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია - უკრაინელებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსეთის ძალები უკრაინის დედაქალაქს 10-ზე მეტი დრონით დაესხნენ თავს. კიევის 
საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს.

"ყველა საჰაერო სამიზნე - 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი - საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს," - განაცხადა სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, დრონების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა და ტროტუარი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი